პეტრო პოროშენკო - რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა კავშირის რკინის ფარდა დანგრეულია
პეტრო პოროშენკო - რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა კავშირის რკინის ფარდა დანგრეულია

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 2017 წლის მთავარ მიღწევად ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის დაწესება დაასახელა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამის შესახებ პოროშენკომ ოდესის ოლქში ყოფნისას განაცხადა.

„უვიზო რეჟიმია, როდესაც უკრაინულ პასპორტს პატივს სცემენ. 11 ივნისიდან, თითოეულ უკრაინელს, რომელმაც ბიომეტრიული პასპორტი მიიღო, რიგში დგომის გარეშე, სავიზო მოსაკრებლის გადახდის გარეშე, სხვადასხვა ქაღალდების შევსების გარეშე შეუძლია ევროკავშირში თავისუფლად მოგზაურობა. რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა კავშირის რკინის ფარდა დანგრეულია“, – განაცხადა პეტრო პოროშენკომ.

ამასთან, პეტრო პოროშენკოს თქმით, 2017 წელს უკრაინა რამდენიმე მნიშვნელოვანი მიღწევითა და წარმატებული რეფორმით ამთავრებს.

თუმცა, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს არ არის საკმარისი და რეფორმების გასაგრძელებლად საჭიროა ეკონომიკის სწრაფი განვითარება.