პეტრო პოროშენკო, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, საავადმყოფოში გადაიყვანეს

17:42, 03.10.2020

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაცია ამის შესახებ მისი პარტიის „ევროპული სოლიდარობის“ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა. პოროშენკოს ჰოსპიტალიზაციას ადასტურებს პოლიტიკოსის მეუღლეც.

„დღეს „კოვიდ-19“-ს ებრძვიან ჩემი მეუღლე და ჩვენი ქალიშვილი. პეტრო პოროშენკო ჰოსპიტალიზებულია კიევის ერთ-ერთ საავადმყოფოში, რომელიც კოვიდინფიცირებულებს მკურნალობს. იმის მიუხედავად, რომ ჩემს მეუღლეს ფილტვების ორმხრივი ანთება აქვს, ის ძლიერ ნებისყოფას ფლობს და ავლენს დაავადებასთან ბრძოლაში. ის მკაფიოდ იცავს მკურნალობის გაწერილ პროტოკოლს“, – ამბობს ყოფილი პრეზიდენტის მეუღლე მარინა პოროშენკო ვიდეომიმართვაში.

პეტრო პოროშენკოს კორონავირუსით ინფიცირების შესახებ 29 სექტემბერს გახდა ცნობილი.

 

მსგავსი