პეტრო პოროშენკო რადას დეპუტატად იყრის კენჭს
პეტრო პოროშენკო რადას დეპუტატად იყრის კენჭს

პეტრო პოროშენკო რადას დეპუტატად იყრის კენჭს, – ამის შესახებ ცნობილი გახდა უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის პარტია „ევროპულის სოლიდარობის“ ყრილობაზე, რომელიც კიევში მიმდინარეობს.

ყრილობაზე პარტიული სია გაასაჯაროეს, რომლის პირველი ნომერი პეტრო პოროშენკოა. მასთან ერთად დეპუტატის მანდატის მოპოვებას ეცდება უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე ანდრეი პარუბი და პირველი ვიცე-სპიკერი ირინა გერაშენკო.

პოროშენკოს პარტიის ათეულში ასევე არის ყირიმელი თათრების ლიდერი მუსტაფა ჯემილევი და უკრაინის ვიცე პრემიერ-მინისტრი ივანა კამპუშ-ცინცაძე.

შეგახსენებთ, უკრაინაში ვადამდელი არჩევნები 21 ივლისს გაიმართება.