პეტრო პოროშენკო - მივდივარ პრეზიდენტის პოსტიდან, მაგრამ არა პოლიტიკიდან, ჩემი გუნდი იქნება ძლიერი ოპოზიცია
პეტრო პოროშენკო - მივდივარ პრეზიდენტის პოსტიდან, მაგრამ არა პოლიტიკიდან, ჩემი გუნდი იქნება ძლიერი ოპოზიცია

მივდივარ პრეზიდენტის პოსტიდან, მაგრამ არ მივდივარ პოლიტიკიდან, ჩემი გუნდი იქნება ძალიან ძლიერი ოპოზიცია, – ამის შესახებ უკრაინის მოქმედმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა.

„პატივს ვცემ უკრაინელების უმეტესობის გადაწყვეტილებას. მივდივარ პრეზიდენტის პოსტიდან, მაგრამ არ მივდივარ პოლიტიკიდან. გავაგრძელებ უკრაინისთვის ბრძოლას. ჩემი გუნდი იქნება ძალიან ძლიერი ოპოზიცია და უკრაინაში გაიმარჯვებს დემოკრატია“, – განაცხადა პეტრო პოროშენკომ.

მისი თქმით, არჩევნები სამართლიანად, ევროპული და დემოკრატიული ღირებულებების თანახმად ჩატარდა.

ნაციონალური ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, 18:00 საათის მონაცემებით, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მსახიობმა და შოუმენმა, ვლადიმირ ზელენსკიმ 73,2%-ით გაიმარჯვა. მოქმედ პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს მხარი ამომრჩევლის 25.3%-მა დაუჭირა.

უკრაინაში პრეზიდენტს ხუთწლიანი ვადით ირჩევენ. პრეზიდენტის ინაუგურაცია 31 მაისს უნდა გაიმართოს.

ეგზიტპოლების შედეგად, გამოიკითხა 300 საარჩევნო უბანი, 13 000 ამომრჩეველი, ცდომილება კი ორი პროცენტია.