პეტრო პოროშენკო - ევროკავშირი კიევის მიერ კონტროლირებული დონბასის დასახლებული პუნქტების აღდგენას შეუერთდება
პეტრო პოროშენკო - ევროკავშირი კიევის მიერ კონტროლირებული დონბასის დასახლებული პუნქტების აღდგენას შეუერთდება

ევროკავშირი მზად არის, კიევის მიერ კონტროლირებული დონბასის დასახლებული პუნქტების აღდგენის გეგმას შეუერთდეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა.

პეტრო პოროშენკოს თქმით, საუბარია მიზნობრივი დახმარების პროექტების რეალიზებაზე, რომელიც ინფრასტრუქტურის აღდგენასა და საზოგადოების ნორმალური ცხოვრების უზრუნველყოფას გულისხმობს.

უკრაინა-ევროკავშირის სამიტზე ჩვენ შევთანხმდით ჩემი ინიციატივის რეალიზებაზე. „პატრონაჟის“ გეგმა გულისხმობს ევროკავშირის დაინტერესებული წევრი ქვეყნების ჩართულობას, ცალკეული ქალაქებისა და რაიონების ეკონომიკური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის აღდგენის მიზნით“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

დატოვე კომენტარი