პეტრო პოროშენკო ბრიუსელში გაემგზავრა
პეტრო პოროშენკო ბრიუსელში გაემგზავრა

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ბრიუსელში გაემგზავრა.

უკრაინის პრეზიდენტი ხვალ დაგეგმილ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსპიკერმა, მიკრობლოგ „ტვიტერის“ საშუალებით გაავრცელა.

„პრეზიდენტი ბრიუსელში გაემგზავრა, სადაც ის „აღმოსავლეთ პარნრტნიორობის“ სამიტში მიიღებს მონაწილოებას“, – განაცხადა სვიატლოვ ცეგოლკომ.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ უკრაინის პრეზიდენტი ბრიუსელში ჩასვლას აღარ აპირებდა, რადგან მას სამიტამდე მომზადებული დეკლარაციის ტექსტი არ მოსწონს. ეს ინფორმაცია გუშინ პოლონურმა რადიომ გაავრცელა.