პეტრო პოროშენკო აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ გამოძიება კრემლის „მეხუთე კოლონის“ შურისძიებაა
პეტრო პოროშენკო აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ გამოძიება კრემლის „მეხუთე კოლონის“ შურისძიებაა

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ამტკიცებს, რომ მის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება კრემლის „მეხუთე კოლონის“ შურისძიებაა. ამის შესახებ განცხადება პოროშენკომ „ბიბისისთან“ ინტერვიუში გააკეთა.

„ეს შურისძიებაა. ეს არის გამოუცდელი პოლიტიკოსის, ზელენსკის შურისძიება, რომელსაც ჰგონია, რომ ამგვარად გადაჭრის პრობლემას. მას მიაჩნია, რომ ახლა, როდესაც მისი რეიტინგი ელვის სისწრაფით ეცემა, მან ჩათვალა რომ დროა, რეფორმების ფიასკო, უბედურება ეკონომიკაში, მძიმე კრიზისი, კატასტროფა კორონავირუსთან ბრძოლაში და ჩვენი საზღვრების რუსეთის აგრესიისგან დაცვის კუთხით შექმნილი დრამატული სიტუაცია, უნდა შეიცვალოს ტელეშოუთი. ტელეშოუ ერთადერთია, რაშიც ის ერკვევა და რისი გაკეთებაც პროფესიონალურად შეუძლია. მაგრამ ხალხს ამ ტელეშოუსი არ სჯერა“, – განაცხადა პოროშენკომ.

მისივე თქმით, ზელენსკის ოფისში ახლა „კრემლის ხალხია“ დასაქმებული, რომელებიც შურისძიებას ცდილობენ.

„მე არ ვამბობ, რომ ზელენსკი პუტინის კაცია, არასდროს. მე ვამბობ, რომ ის გამოუცდელია და მისი გუნდი, რომელსაც მიეკუთვნება ერთი ადამიანი, რომელიც ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში მოსკოვში ბრძანდებოდა, ნამდვილად ნეგატიურ როლს თამაშობს. ეს სიტუაცია არის პოლიტიკური ვენდეტა“, – განაცხადა პოროშენკომ, რომლის წინააღმდეგ უკრაინაში რამდენიმე საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.