პეტრე იბერის ქუჩაზე, სადაც მერვე სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვი გარდაიცვალა, ექსპერტ-კრიმინალისტებმა მუშაობა დაასრულეს
პეტრე იბერის ქუჩაზე, სადაც მერვე სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვი გარდაიცვალა, ექსპერტ-კრიმინალისტებმა მუშაობა დაასრულეს

თბილისში, პეტრე იბერის ქუჩაზე, სადაც მერვე სართულიდან გადმოვარდნილი სამი წლის ბავშვი გარდაიცვალა, ექსპერტ-კრიმინალისტებმა მუშაობა დაასრულეს და გარდაცვლილის დედა დაკითხვაზე გადაიყვანეს.

როგორც ადგილზე საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, ნიგერიის მოქალაქე დედა-შვილი დაახლოებით ორი წელია, აღნიშნულ კორპუსში ცხოვრობდნენ.

მეზობლების ინფორმაციით, დედა ზედმეტად ყურადღებიანი იყო და ბავშვი სულ თან დაჰყავდა.

„გავიგეთ ვარდნის ხმა და შემდეგ დედის ყვირილის ხმა. რომ მივედით ახლოს, დავინახეთ,  ბავშვი სახით იყო დაცემული და პულსი აღარ ჰქონდა. სასწრაფო მოვიდა, მაგრამ ბავშვი ადგილზე გარდაცვლილი დახვდათ. დედა-შვილი სულ ერთად დადიოდნენ“, – ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი