პეტრე ცისკარიშვილი - ვერანაირი საპარლამენტო არჩევნები ვერ იქნება აღიარებული დემოკრატიულად, თუ მიხეილ სააკაშვილი არ იქნება თავისუფალი
პეტრე ცისკარიშვილი - ვერანაირი საპარლამენტო არჩევნები ვერ იქნება აღიარებული დემოკრატიულად, თუ მიხეილ სააკაშვილი არ იქნება თავისუფალი

ვერანაირი საპარლამენტო არჩევნები ვერ იქნება აღიარებული დემოკრატიულ არჩევნებად, თუ მიხეილ სააკაშვილი არ იქნება თავისუფალი და არ იქნება კამპანიაში ჩართული, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

„ერთ ადამიანს შეუძლია, მყისიერად მიიღოს გადაწყვეტილება, ამას სჭირდება პოლიტიკური სითამამე და პოლიტიკური გამბედაობა, რათა მესამე პრეზიდენტი იყოს თავისუფალი. მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც საპარლამენტო არჩევნები კარს მოგვადგა. ვერანაირი საპარლამენტო არჩევნები ვერ იქნება აღიარებული თავისუფალ, კონკურენტულ და ლეგიტიმურ არჩევნებად, თუ მთავარი ოპონენტი, მთავარი მოწინააღმდეგე ამ რეჟიმის არ იქნება კამპანიაში ჩართული და არ მიიღებს მონაწილეობას ამ საარჩევნო პროცესში“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.