პეტრე ცისკარიშვილი - ქუჩაში ვიქნებით გამაგრებული, ყველგან, რუსთაველზეც, ზედა და ქვედა ქუჩებზეც, დღეს დაშლას არ ვაპირებთ
პეტრე ცისკარიშვილი - ქუჩაში ვიქნებით გამაგრებული, ყველგან, რუსთაველზეც, ზედა და ქვედა ქუჩებზეც, დღეს დაშლას არ ვაპირებთ

ქუჩაში ვიქნებით გამაგრებული, ყველგან, რუსთაველზეც, ზედა და ქვედა ქუჩებზეც, სახლებში შესვლას აღარ ვაპირებთ, დღეს დაშლას არ ვაპირებთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აქციაზე ოპოზიციის ყველა მოქმედება კონსტიტუციის ფარგლებში იქნება.

„ყველა ჩვენი მოქმედება იქნება კონსტიტუციის ფარგლებში, მშვიდობიანი. მით უმეტეს, სიტყვის თავისუფლების აკრძალვა ამ ქვეყანაში ჯერ არავის გამოუცხადებია. კონსტიტუცია ჯერ არავის შეუცვლია. დღეს რაც ვიხილეთ აგონიაში მყოფი „ოცნების“ მხრიდან, როდესაც ინტერვიუსთვის, აზრის გამოთქმისთვის ეცნენ და დააპატიმრეს ადამიანი, ასეთ აგონიაში მყოფ ხელისუფლებას ვანახებთ, როგორ არის მტკიცე, მშვიდობიანი, მაგრამ გრძელვადიანი პროტესტი.

ქუჩაში ვიქნებით გამაგრებული, ყველგან, რუსთაველზეც, ზედა ქუჩებზეც, ქვედა ქუჩებზეც, ამას რაც გინდათ, ის უწოდეთ. ქუჩაში ხალხი გამოვა და სახლებში შესვლას აღარ ვაპირებთ. დღეს დაშლას არ ვაპირებთ“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით, დღეს, 8 ნოემბერს, რვა საათზე თავისუფლების მოედანზე აქცია გაიმართება.