პეტრე ცისკარიშვილი - ლევანი დააკავეს, მაგრამ მის ადგილას გამოვა ათობით, ასობით სხვა ადამიანი, რომელიც ლევანს ჩაანაცვლებს 4 ოქტომბერს და ნახავენ ქართველი ხალხის რისხვას
პეტრე ცისკარიშვილი - ლევანი დააკავეს, მაგრამ მის ადგილას გამოვა ათობით, ასობით სხვა ადამიანი, რომელიც ლევანს ჩაანაცვლებს 4 ოქტომბერს და ნახავენ ქართველი ხალხის რისხვას

ლევან ხაბეიშვილი აბსოლუტურად წარმოუდგენელი ბრალდებით დააკავეს. როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილს მისიც ეშინია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, 4 ოქტომბრის აქციაზე ლევან ხაბეიშვილის ადგილას ასობით და ათასობით სხვა ადამიანი გამოვა.

„მიხეილ სააკაშვილის როგორც ეშინია ბიძინა ივანიშვილს ამდენი წელია, როგორც ჩანს, ლევანისიც ძალიან შეეშინდა. ამ შიშის გამო სხვა გამოსავალი ვერ იპოვეს, უბრალოდ ადამიანის იზოლირება გადაწყვიტეს და დააკავეს აბსოლუტურად გაუგებარი, წარმოუდგენელი და აბსურდული ბრალდებით, ვითომ ვიღაცას ქრთამს სთავაზობდა. სინამდვილეში, კანონის საფუძველზე, საბიუჯეტო ასიგნებებით გათვალისწინებული ჯილდოს და პრემიის შეთავაზება როგორ შეიძლება იყოს ქრთამი, ამაზე პასუხი თავად გაეცით.

4 ოქტომბრის გეგმებს რაც შეეხება, ამით არაფერი იცვლება. რეჟიმს თუ ეგონა, რომ ამით ველს მოასუფთავებდა და ლევანის იზოლირებით იმ მუხტს და ტალღას ჩააქრობდა, რომელიც 4 ოქტომბრისთვის იგეგმება და იმ ბრაზს გაანეიტრალებდა, რაც საზოგადოებაში არსებობს, დარწმუნებული ვარ, პირიქით მოხდება. ლევანი დააკავეს, მაგრამ მის ადგილას გამოვა ასობით და ათასობით სხვა ადამიანი, რომელიც ლევანს ჩაანაცვლებს 4 ოქტომბერს, როდესაც ისინი ქართველი ხალხის რისხვას ნახავენ“, – აღნიშნა ცისკარიშვილმა.