პეტრე ცისკარიშვილი - გიდასტურებთ, რომ ვანო მერაბიშვილი, როგორც ამომრჩეველი, ხაბეიშვილს უჭერს მხარს
პეტრე ცისკარიშვილი - გიდასტურებთ, რომ ვანო მერაბიშვილი, როგორც ამომრჩეველი, ხაბეიშვილს უჭერს მხარს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი პეტრე ცისკარიშვილი აცხადებს, რომ ვანო მერაბიშვილი, როგორც ერთ-ერთი ამომრჩეველი, პარტიის თავმჯდომარეობის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილს უჭერს მხარს.

„კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ მას ქართული პოლიტიკისადმი ინტერესი არ აქვს. ის ჩართულია საერთაშორისო პროექტებში, Free Russia პროექტში, სადაც რუსი ოპოზიციონერები, ბელარუსი ოპოზიციონერები არიან გაწევრიანებული, მაგრამ იმასაც გიდასტურებთ, რომ ხაბეიშვილს უჭერს მხარს, როგორც ჩვენი პარტიის ერთ-ერთი მხარდამჭერი და ამ პროცესში ამომრჩეველი. მეტსაც გეტყვით, თუ ვინმეზე ხმა მიუწვდება პარტიის შიგნით, სხვა ე.წ. ამომრჩევლებზე, იმათაც სთხოვს, ვისზეც ეთქმევა. ყველა ასე იქცევა“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ამასთან, კითხვაზე საპასუხოდ ცისკარიშვილმა აღნიშნა, რომ ლევან ხაბეიშვილის კანდიდატობასთან დაკავშირებით ვანო მერაბიშვილს არანაირი წვლილი არ აქვს.

„პარტიის დამფუძნებლობის გარდა, და ერთ-ერთი პირველი გენერალური მდივანი იყო წლების განმავლობაში, დღეს არის ჩვენი ამომრჩეველი და მხარდამჭერი. შეიძლება, 2 ნოემბერს ვნახე ან 14 ოქტომბერს ვანო და სადღაც წავედით ერთად კაფეში, ყავა დავლიეთ, მერე რა? არაფერი შეხვედრა არ ყოფილა“, – აღნიშნა პეტრე ცისკარიშვილმა.