პეტრე ცისკარიშვილი - არალეგიტიმური ხელისუფლების კომისიაზე ნიკა გვარამიას არგამოცხადება კანონდარღვევა არ არის
არალეგიტიმური ხელისუფლების კომისიაზე ნიკა გვარამიას არგამოცხადება კანონდარღვევა არ არის, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
როგორც ცისკარიშვილმა აღნიშნა, თვითგამოცხადებული რეჟიმის მიერ არაკანონიერ კომისიაზე არგამოცხადება კანონდარღვევა არ არის.
„თვითმარქვია პარლამენტის თვითმარქვია თვითგამოცხადებული რეჟიმის მიერ არაკანონიერი კომისია, რომელიც გიბარებს და იქ არ მიდიხარ, ეს ნამდვილად არ არის კანონდარღვევა და არალეგალური მოქმედება. აქედან გამომდინარე, მთელი ეს აბსურდის თეატრი, რაც ნიკა გვარამიას გარშემო ტრიალებს ამ თვითგამოცხადებული არალეგიტიმური ხელისუფლების კომისიაზე არ გამოცხადების გამო, ვერ ჩავთვლი, რომ რაიმე დარღვევაა რომელიმე პირის მხრიდან, თუნდაც ნიკა გვარამიას მხრიდან“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერს, ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიება გირაო პატიმრობით შეეცვალა. გვარამიას პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო გქონდა შეფარდებული. ნიკა გვარამია აცხადებდა, რომ გირაოს არ გადაიხდიდა. გირაოს გადახდის ვადა 7 ივნისს ამოიწურა.
პეტრე ცისკარიშვილის კომენტარს „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.