პეტრე ცისკარიშვილი - არ ვიცი, კალიურანდი რომელ ქუჩაში გამოსვლაზე საუბრობს, სააკაშვილმა მოქალაქეებს მოუწოდა უბნებზე გასვლისკენ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ იმდენი ხმა აიღო, რაც  ბოლო ცხრა წელში არ აუღია
პეტრე ცისკარიშვილი - არ ვიცი, კალიურანდი რომელ ქუჩაში გამოსვლაზე საუბრობს, სააკაშვილმა მოქალაქეებს მოუწოდა უბნებზე გასვლისკენ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ იმდენი ხმა აიღო, რაც ბოლო ცხრა წელში არ აუღია

კალიურანდი რომელ ქუჩაში გამოსვლაზე საუბრობს, არ ვიცი, სააკაშვილმა მოუწოდა უბნებზე გასვლისკენ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ იმდენი ხმა აიღო, რაც  ბოლო 9 წელში არასდროს აუღია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით ცისკარიშვილმა შეაფასა ევროპარლამენტარ მარია კალიურანდის განცხადება, სადაც ამბობს, რომ სააკაშვილმა ადამიანებს რუსთაველის გამზირზე გამოსვლისკენ მოუწოდა, ხალხმა ეს არ გააკეთა, რაც მისთვის იყო სიგნალი, რომ დაკარგა პოლიტიკური ძალაუფლება.

„არ ვიცი, ეს ქალბატონი რომელ ქუჩაში გამოსვლაზე საუბრობს. მიხეილ სააკაშვილმა მოუწოდა უბნებზე გასვლისკენ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დადო ის შედეგი, იმდენი პროცენტი და ხმა აიღო, რამდენიც არასოდეს აუღია ბოლო 9 წლის განმავლობაში. ეს იყო სწორედ მიხეილ სააკაშვილის დამსახურება სხვა მის თანაგუნდელებთან და თანამებრძოლებთან ერთად. არ ვიცი, ეს ქალბატონი რომელი განცხადებებით და ციფრებით ხელმძღვანელობს“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.