პეტრე ცაავამ ჭყონდიდის ეპარქია დატოვა
პეტრე ცაავამ ჭყონდიდის ეპარქია დატოვა

ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილმა მიტროპოლიტმა, პეტრე ცაავამ ეპარქია დატოვა. იგი სასულიერო პირებმა და მრევლმა გააცილა.

ყოფილმა მიტროპოლიტმა მედიის წარმომადგენლებს ხატები და სასულიერო წიგნები გადასცა და განცხადა, რომ საჯარო აქტიურობას მომავალშიც აპირებს.

„შეხვედრამდე სამოთხეში!“, – ამ სიტყვებით დაემშვიდობა იგი მრევლს.

პეტრე ცაავა ჭყონდიდის ეპარქიაში 13 წელი საქმიანობდა.

შეგახსენებთ, საქართველოს საპატრიარქოში 31 ოქტომბერს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა. სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, პეტრე ცაავა მღვდელთმთავრობიდან გაათავისუფლეს. ჭყონდიდის ეპარქიის დროებით მმართველად ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია) დაინიშნა.