პეტრე ცაავა - ვისურვებდი, პრემიერი უფრო წინდახედული ყოფილიყო, რომ თავის ნათქვამის არ შერცხვეს
პეტრე ცაავა - ვისურვებდი, პრემიერი უფრო წინდახედული ყოფილიყო, რომ თავის ნათქვამის არ შერცხვეს

მიმაჩნია, რომ პრემიერს უფრო ღირსეული შეფასება უნდა გაეკეთებინა ამ მოვლენისათვის, – ამის შესახებ ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა, პეტრე ცაავამ ჟურნალისტებს ჭყონდიდის ეპარქიაში განუცხადა.

როგორც პეტრე ცაავამ აღნიშნა, პრემიერ-მინისტრის განცხადება იყო 2020 წლის არჩევნებისთვის გათვლილი.

„ამ პოზიციით წინასაარჩევნო განცხადება გააკეთა პრემიერმა. ვისურვებდი, რომ რაღაც უფრო წინდახედული ყოფილიყო, გავიდეს დრო და აღარ შერცხვეს თავის ნათქვამის, ისევე, როგორც შერცხვათ მის წინამორბედ პრემიერებს, როდესაც ამბობდნენ, რომ სახელმწიფო გადატრიალება იგეგმებოდა ციანიდის საქმით და დღემდე შერცხვენილები არიან“, – განაცხადა პეტრე ცაავამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღეს განაცხადა, რომ სახელმწიფოსთან მიმართებაში რევოლუციური სცენარი იგეგმებოდა. „როგორც ჩანს, დღეს გადაწყვიტეს, დესტრუქციული ქმედებებით ეკლესიაში შეიტანონ გაურკვევლობა“, – აღნიშნა პრემიერმა.