პეტრას აუსტრევიჩუსი - სასამართლომ არ გამოიჩინა მოწყალება სააკაშვილის მიმართ, რომელიც მძიმედ არის ავად, ეს არ არის ევროპული გზა
პეტრას აუსტრევიჩუსი - სასამართლომ არ გამოიჩინა მოწყალება სააკაშვილის მიმართ, რომელიც მძიმედ არის ავად, ეს არ არის ევროპული გზა

მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების თაობაზე სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი.

„თბილისის სასამართლომ არ გამოიჩინა მოწყალება და თანაგრძნობა ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის მიმართ, რომელიც მძიმედ არის ავად. ეს არ არის ევროპული გზა, უფრო სასიკვდილო განაჩენია ოპონენტისთვის“, – წერს პეტრას აუსტრევიჩუსი „ტვიტერზე“.

სასამართლომ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.