პეტრას აუსტრევიჩუსი - საქართველოს ხელისუფლებაში იციან, რომ შესასრულებელი აქვთ 12 რეკომენდაცია, მაგრამ მოვუწოდებ, არ უგულებელყონ მე-13 რეკომენდაცია, რომ გაათავისუფლონ სააკაშვილი მკურნალობისთვის
ჩვენ ველოდებით, რომ საქართველოს ხელისუფლება მიაქცევს სათანადო ყურადღებას ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა სტრასბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ევროპარლამენტარის თქმით, მიხეილ სააკაშვილს ნებისმიერი რამ შეიძლება, მოუვიდეს.
„მათ იციან, რომ შესასრულებელი აქვთ 12 რეკომენდაცია, მაგრამ მე მოვუწოდებ, არ უგულებელყონ მე-13 რეკომენდაცია და ამას უფრო მეტად დავარქმევდი დასავლური საზოგადოების მოთხოვნას, რომ გაათავისუფლონ მიხეილ სააკაშვილი მკურნალობისთვის. ჩვენ ვიცით, რომ დასავლეთში არის რამდენიმე ქვეყანა, რომელიც მზადაა, სააკაშვილი მიიღოს და სათანადო მკურნალობა გაუწიოს. ეს უნდა მოხდეს რაც შეძლება მალე, რადგან დრო გადის. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ მიხეილს ნებისმიერი რამ შეიძლება, მოუვიდეს“, – განაცხადა აუსტრევიჩუსმა.