პეტრას აუსტრევიჩუსი - სააკაშვილი, რომელმაც გამოაღვიძა საქართველო, თექვსმეტი თვეა, ციხეში იტანჯება, დაიცავით მისი სიცოცხლე და ქვეყნის შანსი, შეინარჩუნოს ევროპული სახე
მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელმაც გამოაღვიძა საქართველო და შეცვალა ქვეყანა, თექვსმეტი თვეა, ციხეში იტანჯება, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა ევროპარლამენტში სააკაშვილის საკითხზე მიმდინარე დებატებისას განაცხადა.
აუსტრევიჩუსი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ სამედიცინო მკურნალობისთვის წასვლის უფლება უნდა მიეცეს.
„საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა მიიჩნევს, რომ პროევროპულია და სურს ახლო კავშირები დასავლეთთან. ამავე დროს საზოგადოება ღრმად პოლარიზებულია, სადაც არის პოლიტიკური ბრძოლა, რომელიც იგნორირებას უკეთებს ელემენტარულ პოლიტიკურ კულტურას. მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელმაც გამოაღვიძა საქართველო და შეცვალა ქვეყანა, თექვსმეტი თვეა, ციხეში იტანჯება. არის ეს ანგარიშსწორება პოლიტიკური მეტოქეობისთვის თუ ანგარიშსწორება წარსულისთვის? მოგიწოდებთ, პრეზიდენტ სააკაშვილს მისცეთ უფლება, წავიდეს საზღვარგარეთ სამედიცინო მკურნალობისთვის დაყოვნების გარეშე. დაიცავით მისი სიცოცხლე და ქვეყნის შანსი, შეინარჩუნოს ევროპული სახე“, – აღნიშნა პეტრას აუსტრევიჩუსმა.