პეტრას აუსტრევიჩუსი - იდეალური დროა საქართველოსთვის, მოაგვაროს უთანხმოებები და გამოასწოროს ნაკლოვანებები, ვიმედოვნებ, მმართველი პარტია მოიწვევს ყველა პარტიას ამ დავალების შესასრულებლად
ნათელი იქნება, რომ ვუთხრათ ქართველ პოლიტიკოსებს, შეასრულეთ 12 პრიორიტეტი. შეიძლება ამაზე მარტივად თქმა? ვფიქრობ – არა. პრიორიტეტები კარგად წარმოდგენილი და ახსნილია, მაგრამ ვაწყდებით სისტემურ გამოწვევას, რაც ჯერ კიდევ არსებობს საქართველოს პოლიტიკურ სისტემაში, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა განაცხადა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე, სადაც საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ რეზოლუცია წარადგინეს.
მისივე თქმით, იდეალური დროა საქართველოსთვის, მოაგვაროს უთანხმოებები და გამოასწოროს ნაკლოვანებები. პეტრას აუსტრევიჩუსი აღნიშნავს, რომ იმედი აქვს, მმართველი პარტია მოიწვევს ყველა პოლიტიკურ პარტიას ამ დავალების შესასრულებლად.
„ჩვენ საკმაოდ დიდი დრო დავუთმეთ საქართველოზე მსჯელობას, იმაზე მეტი, ვიდრე რომელიმე სხვა ქვეყანაზე, რატომ ხდება ეს? სავარაუდოდ საქმე საქართველოს პოლიტიკურ სისტემაშია, რაც არ გვაძლევს საშუალებას, ვიყოთ ოპტიმისტურები, როცა მომავლისკენ ვიხედებით. ძალიან ნათელი იქნება, რომ ვუთხრათ ქართველ პოლიტიკოსებს და განსაკუთრებით მმართველ პარტიას – შეასრულეთ 12 პრიორიტეტი. ეს ძალიან მკაფიო და მარტივია. შეიძლება ამაზე მარტივად თქმა? ვფიქრობ – არა. ეს პრიორიტეტები კარგად წარმოდგენილი, კარგად ახსნილია, მაგრამ ვფიქრობ, ვაწყდებით სისტემურ გამოწვევას, რაც ჯერ კიდევ არსებობს საქართველოს პოლიტიკურ სისტემაში. იდეალური დროა საქართველოსთვის, მოაგვაროს უთანხმოებები და გამოასწოროს ეს ნაკლოვანებები. იმედი მაქვს, რომ მმართველი პარტია მოახდენს პოზიტიურ მობილიზებას და მოიწვევს ყველა პოლიტიკურ პარტიას ამ დავალების შესასრულებლად. ეს ეხება საქართველოს მომავალს და არა ჩვენს გადაწყვეტილებას“, – განაცხადა პეტრას აუსტრევიჩუსმა.