პეტრა კვიტოვა TOP10-ში დაბრუნდა
პეტრა კვიტოვა TOP10-ში დაბრუნდა

გასულ კვირას გამართული დოჰას ტურნირის შემდეგ, WTA-ის ოფიციალურ ვებგვერდზე ქალ ჩოგბურთელთა განახლებული რეიტინგი გამოქვეყნდა.

მნიშვნელოვანი წინსვლა ჰქონდა დოჰას ტრიუმფატორს, ჩეხ პეტრა კვიტოვას – მან ერთბაშად 11 პოზიცია მოიგო და ტოპ-ათეულში დაბრუნდა.

TOP10-ში კიდევ ერთი ცვლილება მოხდა – ადგილები გაცვალეს გარბინ მუგურუსამ და ელინა სვიტოლინამ. ესპანელი სამეულში შევიდა და იქიდან უკრაინელი გამოაძევა.
WTA. TOP10
1(1). კაროლინ ვოზნიაცკი (დან) – 8 010
2(2). სიმონა ჰალეპი (რუმ) – 7 965
3(4). გარბინ მუგურუსა (ესპ) – 6 175
4(3). ელინა სვიტოლინა (უკრ) – 5 910
5(5). კაროლინა პლიშკოვა (ჩეხ) – 5 080
6(6). ელენა ოსტაპენკო (ლატ) – 5 000
7(7). კაროლინ გარსია (საფ) – 4 625
8(8). ვინუს უილიამსი (აშშ) – 4 277
9(9). ანჟელიკ კერბერი (გერ) – 3 220
10(21). პეტრა კვიტოვა (ჩეხ) – 3 086