პეტრ პაველი – უკრაინის მხარდაჭერა არის ერთადერთი გზა, სხვა შემთხვევაში რუსეთი გაიმარჯვებს

23:11, 19.04.2023
Tisková konference po jednání českého prezidenta Petra Pavla (vlevo) a generálního tajemníka NATO Jense Stoltenberga, 19. dubna 2023, Brusel.

Tisková konference po jednání českého prezidenta Petra Pavla (vlevo) a generálního tajemníka NATO Jense Stoltenberga, 19. dubna 2023, Brusel.

უკრაინის მხარდაჭერა ერთადერთი გზაა, სხვა შემთხვევაში რუსეთი გაიმარჯვებს, – აღნიშნული განცხადება ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

„მოხარული ვარ, რადგან ყველას გვესმის, რომ არ არსებობს უკრაინის მხარდაჭერის გარდა სხვა გზა. ალტერნატივა არის რუსეთის წარმატება, რაც ჩვენთვის გაცილებით მეტ პრობლემას ნიშნავს და, შესაძლოა, უფრო სერიოზულსაც, ვიდრე დღეს გვაქვს“, – აღნიშნა პეტრ პაველმა.

ჩეხეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ სტოლტენბერგმა მადლობა გადაუხადა პაველს, როგორც ნატო-ს მხარდამჭერს და განაცხადა, რომ მოკავშირეებმა უკრაინის მხარდაჭერა უნდა გააგრძელონ.

ცნობისთვის, ჩეხეთი გეგმავს უკრაინისთვის დაახლოებით 29 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების გაწევას.

მსგავსი