პეტრ პაველი – უკრაინას სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებისთვის ორი თვე აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობს რისკი, რომ რუსეთი სამხედრო ქმედებებს გააძლიერებს

11:31, 09.07.2026

უკრაინას სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებისთვის ორი თვე აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობს რისკი, რომ რუსეთი სამხედრო ქმედებებს გააძლიერებს, – ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა „ტელეგრაფთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეუძლია, საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადოს 20 სექტემბერს დაგეგმილი არჩევნების შემდეგ.

„მჯერა, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, გავაგრძელოთ ზეწოლა და რუსეთს გავუგზავნოთ მკაფიო სიგნალი, რომ მზად ვართ მოლაპარაკებების დასაწყებად. სექტემბერში რუსეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. ნაკლებად სავარაუდოა, რომ პრეზიდენტი პუტინი მანამდე მობილიზაციას გამოაცხადებს, მაგრამ არჩევნების დასრულების შემდეგ შესაძლებლობათა ფანჯარა შევიწროვდება“, – აღნიშნა პაველმა.

ჩეხეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ მოკავშირეებმა რუსეთზე მიმდინარე ზეწოლა უნდა გამოიყენონ, რათა აიძულონ, მომდევნო კვირებში სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყოს.

„ამჟამად რუსეთი მრავალი შიდა პრობლემისა და გამოწვევის წინაშე დგას. რუსეთის საზოგადოება სულ უფრო მეტად ეწინააღმდეგება ომს. პრეზიდენტ პუტინს გაუჭირდება ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება და ზეწოლა თუ გაგრძელდება, უკრაინა წარმატებით თუ გააგრძელებს რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში სამიზნეებზე დარტყმებს, ეს შექმნის პირობებს, რომლებშიც რუსეთი უფრო მეტად იქნება მიდრეკილი მოლაპარაკებებისკენ“, – აღნიშნა პეტრ პაველმა.

მსგავსი