პეტრ პაველი - რუსეთს ამ კონფლიქტიდან გამარჯვებული გამოსვლის უფლებას თუ მივცემთ, ყველანი წავაგებთ
რუსეთს ამ კონფლიქტიდან გამარჯვებული გამოსვლის უფლებას თუ მივცემთ, ყველანი წავაგებთ, – ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა განაცხადა.
ჩეხეთის პრეზიდენტმა ისტორიული პარალელი გაავლო სუდეტის ოლქში გერმანულ უმცირესობაზე ნაცისტურ ნარატივსა და „რუსების დაცვის“ შესახებ რუსულ ნარატივს შორის. პაველი დარწმუნებულია, რომ დასავლეთი უკრაინას ისე არ ღალატობს, როგორც ოდესღაც ჩეხოსლოვაკიას.
ჩეხეთის ლიდერმა მკვეთრად გააკრიტიკა ნატო-ს რეაგირება რუსული თვითმფრინავებისა და დრონების მიერ საჰაერო სივრცის მრავალრიცხოვან დარღვევებზე.
„მე მჯერა, რომ დადგება დრო, როდესაც ჩვენ უფრო მკაცრი ზომების მიღება მოგვიწევს, მათ შორის რუსული თვითმფრინავების ან დრონების პოტენციურად ჩამოგდება. რუსეთი არ დაუშვებს თავისი საჰაერო სივრცის განმეორებით დარღვევას. და ჩვენც იგივე უნდა გავაკეთოთ“, – აღნიშნა პეტრ პაველმა.
ჩეხეთის პრეზიდენტის მტკიცებით, ევროპას უნდა ჰყავდეს საკუთარი ძალები, რომლებსაც შეუძლიათ, ჩაანაცვლონ ამერიკული შესაძლებლობები დაზვერვის, ლოგისტიკისა და სარდლობის სფეროში.
პეტრ პაველი „ნატო-ს ევროპული საყრდენის“ შექმნის ინიციატივით გამოდის – სტრუქტურის, სადაც საკვანძო სამეთაურო თანამდებობები ამერიკელ და ევროპელ ოფიცრებს შორის გაიყოფა, რაც აშშ-ის არყოფნის შემთხვევაში სარდლობის შეუფერხებელ გადაცემას უზრუნველყოფს.