პეტრ პაველი – როგორ შეიძლება არჩევნების ორგანიზება, როცა ქვეყანა ყოველდღიურად იბომბება? დიდი ცინიზმია საჭირო, რომ უკრაინის პრეზიდენტს დიქტატორი უწოდო
დიდი ცინიზმია საჭირო, რომ უკრაინის პრეზიდენტს დიქტატორი უწოდო, – ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა განაცხადა.
ჩეხეთის პრეზიდენტი გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებას, სადაც მან უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დიქტატორი უწოდა.
„რა ფასი ექნება არჩევნებს ისეთ ქვეყანაში, რომელიც სამი წელია, თავს იცავს მეზობელი ბირთვული სუპერსახელმწიფოს აგრესიისგან? როგორ შეიძლება არჩევნების ორგანიზება, როცა ტერიტორიის მეხუთედი საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებულია და მთელი ქვეყანა ყოველდღიურად იბომბება? დიდი ცინიზმია საჭირო იმისთვის, რომ ასეთი ქვეყნის პრეზიდენტს დიქტატორი უწოდო“, – წერს ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი.
Jakou hodnotu by měly volby konané v zemi, která se už 3 roky brání agresi sousední jaderné velmoci? Jak zorganizovat volby s pětinou území obsazenou okupačními vojsky a pod každodenním ostřelováním celé země? Nazvat prezidenta takové země diktátorem vyžaduje velkou dávku…
— Petr Pavel (@prezidentpavel) February 19, 2025