სანკტ-პეტერბურგის სამხედრო აკადემიაში აფეთქების შედეგად ოთხი კადეტი დაშავდა
სანკტ-პეტერბურგის სამხედრო აკადემიაში აფეთქების შედეგად ოთხი კადეტი დაშავდა

რუსეთში, ქალაქ სანკტ-პეტერბურგის სამხედრო აკადემიაში მომხდარი აფეთქების შედეგად ოთხი კადეტი დაშავდა. რუსული მედიის ინფორმაციით, აფეთქება მოჟაისკის სამხედრო-კოსმოსური აკადემიის ტერიტორიაზე მოხდა.

აფეთქების შედეგად კიბის უჯრედი ჩამოინგრა და 15 ადამიანი შენობის მესამე სართულზეა ბლოკირებული.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროში აცხადებენ, რომ აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

მოჟაისკის აკადემია რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამხედრო სასწავლებელია. აღნიშნულ სასწავლებელში რუსეთის სამხედრო-კოსმოსური ძალების ოფიცრებსა და შეიარაღებული ძალების სხვა სახეობებს ამზადებენ.