ქალაქ კოლპინოში მამამ ექვსი შვილი მძევლად აიყვანა
ქალაქ კოლპინოში მამამ ექვსი შვილი მძევლად აიყვანა

რუსეთში, ქალაქ კოლპინოში მამამ ექვსი შვილი მძევლად აიყვანა და მათი მოკვლით იმუქრება.

ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაშია და მომხდარის მიზეზი შესაძლოა, მეუღლესთან ყოველდღიური კონფლიქტი იყოს.

მამაკაცის მოთხოვნები ჯერ უცნობია.

დამატებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ შვილების მძევლად აყვანამდე, მან საკუთარი ცოლი სახლიდან გააგდო.

სამართალდამცველები მასთან მოლაპარაკებას აწარმოებენ.