პიტერ სიიარტო - ბუდაპეშტი არ დაუჭერს მხარს რუსეთის ნავთობსა და გაზზე სანქციების დაწესებას, ხოლო ატომურ ენერგეტიკასთან დაკავშირებით სანქციები უნგრეთისთვის „წითელი ხაზი“ იქნება
პიტერ სიიარტო - ბუდაპეშტი არ დაუჭერს მხარს რუსეთის ნავთობსა და გაზზე სანქციების დაწესებას, ხოლო ატომურ ენერგეტიკასთან დაკავშირებით სანქციები უნგრეთისთვის „წითელი ხაზი“ იქნება

უნგრეთმა რუსეთისგან საჰაერო გზებით ბირთვული საწვავი მიიღო.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით აცხადებს.

პიტერ სიიარტოს განცხადებით, ბუდაპეშტი არ დაუჭერს მხარს რუსეთის ნავთობზე და გაზზე სანქციების დაწესებას, ხოლო ატომურ ენერგეტიკასთან დაკავშირებით სანქციები უნგრეთისთვის „წითელი ხაზი“ იქნება.

ამასთან სიიარტოს თქმით, რუსეთისგან საჰაერო გზით ბირთვული საწვავი მიიღეს „პაკშის“ ატომური ელექტროსადგურისთვის.

„საწვავს ყოველთვის ვიღებდით რუსეთისგან სარკინიგზო გზით უკრაინის გავლით, სამწუხაროდ, ეს აღარ არის შესაძლებელი, შესაბამისად, მოგვიწია ალტერნატიული გზის პოვნა“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისი თქმით, საწვავი ბელარუსის, პოლონეთისა და სლოვაკეთის საჰაერო სივრცეების გამოყენებით მიიღეს სამივე ქვეყნის თანხმობით, რადგან ბირთვული საწვავზე ევროკავშირის მხრიდან სანქციები არ არის დაწესებული.