პეტერ მადიარი – პროკურატურის მასალებიდან ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ ორბანის მთავრობა კრიმინალური ორგანიზაცია იყო
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ პროკურატურის მასალებით ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ ვიქტორ ორბანის მთავრობა „ეკონომიკურ და პოლიტიკურ მაფიას“, ანუ კრიმინალურ ორგანიზაციას წარმოადგენდა.
„პროკურატურის მასალებიდან ახლა უკვე ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ ორბანის მთავრობა ეკონომიკური და პოლიტიკური მაფია იყო, სხვა სიტყვებით კი – კრიმინალური ორგანიზაცია“, – წერს მადიარი.
მისი თქმით, უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი, რამდენ ხანს შეძლებენ „ეს მაფიოზები“ დუმილის შენარჩუნებას.
„მალე გახდება ცნობილი, რამდენ ხანს შეძლებენ ეს მაფიოზები „ომერტას“ – დუმილის კოდექსის – დაცვას“, – წერს მადიარი.
From the prosecutor’s files, it has now officially come to light that the Orbán government was an economic and political mafia, in other words, a criminal organisation.
Soon, it will become clear how long these mafiosi can maintain their omertà, the code of silence.
— Magyar Péter (Ne féljetek) (@magyarpeterMP) September 30, 2026