პეტერ მადიარი – „პაკშის“ ატომური ელექტროსადგურის სრულ გაჩერებამდე რამდენიმე მილიმეტრი გვაშორებდა, თუმცა დუნაიზე წყლის დონემ ოდნავ აიწია, მივემართებით „პაკშისკენ“
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარი აცხადებს, რომ „პაკშის“ ატომური ელექტროსადგურის სრულ გაჩერებამდე რამდენიმე მილიმეტრი გვაშორებდა, თუმცა დუნაიზე წყლის დონემ ოდნავ აიწია. ამის შესახებ მადიარი სოციალურ ქსელში წერს.
მადიარი აღნიშნავს, რომ დღეს ის პირადად გაემგზავრება „პაკშის“ ატომურ ელექტროსადგურზე.
„ატომური ელექტროსადგურის სრულ გამორთვამდე რამდენიმე მილიმეტრი გვაშორებდა, თუმცა შემდეგ წყლის დონემ კლება შეწყვიტა და დილისთვის 1.5 სანტიმეტრით აიწია. ბოლო ტურბინა ჯერჯერობით უსაფრთხო რეჟიმში მუშაობს. მივემართები „პაკშისკენ“, – წერს უნგრეთის პრემიერი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, „პაკშის“ ატომური ელექტროსადგურის გაჩერების შესახებ დისკუსია, რამდენიმე დღეა, მიმდინარეობს. ეს დუნაის წყლის დაბალი დონისა და წყლის მაღალი ტემპერატურის გამო გახდა საჭირო.