პეტერ მადიარი მომხრეა, რომ უნგრეთის არჩევნებში მონაწილეობის ასაკი 16 წლამდე შემცირდეს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარი მხარს უჭერს არჩევნებში მონაწილეობის ასაკობრივი ზღვრის 16 წლამდე შემცირებას.
მადიარის თქმით, მას ახარებს, რომ პოლიტიკითა და საზოგადოებრივი ცხოვრებით დაინტერესება კვლავ აქტუალური გახდა და ახალგაზრდებიც გრძნობენ, რომ საზოგადოებრივ საქმეებში მათი ხმაც მნიშვნელოვანია.
„დარწმუნებული ვარ, რომ დღეს 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდების აბსოლუტური უმრავლესობა საკმარისად მომზადებული და ინფორმირებულია, რომ საერთო გადაწყვეტილებების მიღებაში მიიღოს მონაწილეობა. ჩემი მხრივ, კონსტიტუციის შემუშავების პროცესში მხარს დავუჭერდი საარჩევნო ასაკის 16 წლამდე შემცირებას“, – წერს მადიარი სოციალურ ქსელში.