პეტერ მადიარი – ჩემი ინიციატივით, ევროკავშირის სამიტის დასკვნითი დეკლარაციიდან ამოღებულია პუნქტი უკრაინის გაწევრიანების დაჩქარების შესახებ
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ, მისი ინიციატივით, ევროკავშირის სამიტის დასკვნითი დეკლარაციიდან ამოიღეს პუნქტი უკრაინის გაწევრიანების დაჩქარების შესახებ.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, საბოლოო დოკუმენტი უნგრეთის წინადადებით „მნიშვნელოვნად“ დამუშავდა.
„დასკვნით დოკუმენტში უკრაინასთან დაკავშირებით მხოლოდ ის ტექსტი შევიდა, რომელიც კონსენსუსით უკვე წლების წინ იქნა მიღებული. რამდენიმე კვირის განმავლობაში მუშაობისას დეკლარაცია უნგრეთის წინადადების საფუძველზე მნიშვნელოვნად დაიხვეწა. გარდა ამისა, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებით, ჩემი ინიციატივით, ბოლო მომენტში ტექსტიდან ამოღებულია პუნქტი, რომელიც გაწევრიანების დაჩქარებაზე მიანიშნებდა. ეს ადვილი არ იყო“, – წერს მადიარი სოციალურ ქსელში.
მადიარმა ასევე აღნიშნა, რომ წელიწად-ნახევრის განმავლობაში პირველად გაჩნდა შესაძლებლობა, მიეღოთ ყველა წევრი ქვეყნის მიერ მხარდაჭერილი დასკვნითი დეკლარაცია.
4 órás intenzív vita után tudtuk lezárni az Európai Tanács ülésének első napirendi pontját.
Az állam- és kormányfői csúcs záródokumentumába Ukrajna kapcsán csak már évekkel ezelőtt konszenzussal elfogadott szöveg került. A több hetes szövegezés alatt magyar javaslatra sokat…— Magyar Péter (Ne féljetek) (@magyarpeterMP) June 18, 2026