პეტერ მადიარი - არ დაგვავიწყდეს, რომ გეოგრაფიის შეცვლა არ შეგვიძლია, ჩვენ კვლავ დამოკიდებულები ვართ რუსეთიდან ენერგომომარაგებაზე, მაგრამ ყველა კონტრაქტს გადავხედავთ
არ დაგვავიწყდეს, რომ გეოგრაფიის შეცვლა არ შეგვიძლია, ჩვენ კვლავ დამოკიდებულები ვართ რუსეთიდან ენერგომომარაგებაზე, – ამის შესახებ პარტია „ტისას“ ლიდერმა, პეტერ მადიარმა განაცხადა.
მადიარის თქმით, მოხარულია, რომ კრემლმა უნგრეთის არჩევნების შედეგების მიმართ პატივისცემა გამოხატა. მისივე თქმით, რუსეთთან პრაგმატული ურთიერთობების დამყარება სურს.
„არ დაგვავიწყდეს, რომ გეოგრაფიის შეცვლა არ შეგვიძლია. ჩვენ კვლავ დამოკიდებულები ვართ რუსეთიდან ენერგომომარაგებაზე, მაგრამ ყველა კონტრაქტს გადავხედავთ“, – განაცხადა მადიარმა.
ამასთან, მადიარმა ვლადიმერ პუტინთან პოტენციური კონტაქტების შესახებ ისაუბრა.
„თუ ვლადიმერ პუტინი დამირეკავს, ტელეფონს ვუპასუხებ, მაგრამ პირველი არ ვიქნები, ვინც მას დაურეკავს. თუმცა, თუ ვისაუბრებთ, ვთხოვ, შეწყვიტოს მკვლელობები, შეწყვიტოს ომი, რადგან ეს ომი უაზროა. ვფიქრობ, რომ ის ჩემს რჩევას არ გაითვალისწინებს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მალე იძულებული გახდება, ომი დაასრულოს“, – აღნიშნა მადიარმა.
ამასთან, მადიარმა განაცხადა, რომ აშშ-თან კარგი ურთიერთობა სურს, თუმცა დონალდ ტრამპს მისთვის არ დაურეკავს. მისი თქმით, აშშ ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელთანაც უნგრეთს კარგი ურთიერთობა სჭირდება.
მადიარმა აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპს მისთვის არ დაურეკავს, მაგრამ მისი ადმინისტრაცია მზად იქნება სასაუბროდ, თუ თეთრი სახლი დაუკავშირდება.