პეტერ მადიარი აცხადებს, რომ უნგრეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი გამოძიება ოფიციალურად დაიწყო

22:08, 16.07.2026

უნგრეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი გამოძიება ოფიციალურად დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

მისი თქმით, საუბარია პიტერ სიიარტოს კონტაქტებზე რუსეთში, რაც მადიარმა ღალატის აქტად შეაფასა.

ამასთან ერთად, პარტია „ტისას“ ლიდერმა, პეტერ მადიარმა, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილებასა და მისი ჩინური კომპანიის ხელმძღვანელად დანიშვნაზეც დაწერა.

„ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ, რომელსაც დიდი ხანია, უცხოური ინტერესების გატარებაში ადანაშაულებენ, დღეს ოფიციალურად განაცხადა, რომ პოლიტიკიდან მიდის და ჩინური კომპანიის ხელმძღვანელი ხდება”, – განაცხადა პეტერ მადიარმა.

მედიის ინფორმაციით, საქმის დეტალები ჯერ უცნობია. პეტერ მადიარმა ასევე აღნიშნა, რომ ინფორმაცია გამოძიების პირველადი დასკვნების გამოქვეყნებისთანავე გახდება ცნობილი.

მსგავსი