პეტერ ფიშერი – სოლიდარობა სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც თავს დაესხნენ დღეს თბილისის აეროპორტში

14:58, 18.02.2025

სოლიდარობა სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც თავს დაესხნენ დღეს თბილისის აეროპორტში, – ამის შესახებ საქართველოში გერმანის ელჩი პეტერ ფიშერი სოციალურ ქსელ X-ში წერს.

„ეს ბოლო ორი დღის განმავლობაში ჩამოსვლის დარბაზში მგზავრებზე მეორე თავდასხმაა. TAV Airport, არის ეს ადგილი უსაფრთხო? მოჰყვება ამას შედეგები?“, – წერს პეტერ ფიშერი.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან დაბრუნებულ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და კვერცხები ესროლეს. აღნიშნულის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.

მსგავსი