პეტერ ფიშერი შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს
საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. ამის შესახებ პეტერ ფიშერი სოციალურ ქსელში წერს.
„გერმანიის სახელით, თანაგრძნობას ვუცხადებ რაჭაში, შოვში ჩამოწოლილი მეწყრის დროს დაზარალებულებს. ვფიქრობთ და ვლოცულობთ დაღუპულთა ოჯახებისთვის, დაშავებულებისა და სამაშველო სამუშაოებში მონაწილე ადამიანებისთვის“, – წერს პეტერ ფიშერი.
On behalf of Germany, I express my condolences on the lives lost in the mudslide at Shovi, Racha Province in 🇬🇪. Our thoughts and prayers are with the bereaved, the injured as well as all involved in the ongoing rescue operation 🙏🏽
— Peter Fischer (@Diplo_Peter) August 4, 2023