პეტერ ფიშერი - სამძიმარს ვუცხადებ ქართველ ხალხს მისი უწმინდესობის, ილია მეორის გარდაცვალების გამო, როგორც სულიერი მამა, იგი ერს მიუძღოდა სიხარულსა და მწუხარებაში
პეტერ ფიშერი - სამძიმარს ვუცხადებ ქართველ ხალხს მისი უწმინდესობის, ილია მეორის გარდაცვალების გამო, როგორც სულიერი მამა, იგი ერს მიუძღოდა სიხარულსა და მწუხარებაში

საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო ქართველ ხალხს სამძიმარს უცხადებს.

„სამძიმარს ვუცხადებ ქართველ ხალხს მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების გამო. როგორც სულიერი მამა, იგი ერს მიუძღოდა სიხარულსა და მწუხარებაში. ვიცი, რომ გერმანიას კარგად იცნობდა. მშვიდობით განისვენოს მისმა უწმინდესობამ“, – ნათქვამია პეტერ ფიშერის სამძიმრის ტექსტში, რომელიც საქართველოში გერმანიის საელჩოს გვერდზე გამოქვეყნდა.

ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.