პეტერ ფიშერი - მნიშვნელოვანია, საქართველოს მოქალაქეები იყვნენ დარწმუნებული, რომ მართლმსაჯულების სისტემა არის მთლიანად დამოუკიდებელი, მათ ამაზე არ უნდა იდარდონ
პეტერ ფიშერი - მნიშვნელოვანია, საქართველოს მოქალაქეები იყვნენ დარწმუნებული, რომ მართლმსაჯულების სისტემა არის მთლიანად დამოუკიდებელი, მათ ამაზე არ უნდა იდარდონ

დღეს ჩვენ დავიწყეთ ძალიან კარგი პროგრამა, ეს არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თანამშრომლობა მიუნხენის უნივერსიტეტთან ადვოკატებისთვის დარგობრივი სპეციალიზაციის ტრენინგების ჩასატარებლად, გერმანიაში ჩვენ გვაქვს სპეციალიზებულ ადვოკატთა ინსტიტუტი, ისინი შეიძლება სპეციალიზირებულები იყვნენ ჯანდაცვის, საფონდო ბირჟების, საბანკო, სისხლის სამართლის დარგში და მათ რეგულარულად უნდა აჩვენონ ადვოკატთა ასოციაციას, რომ მუშაობენ ამ სფეროში, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა განაცხადა.

ელჩის თქმით, აღნიშნული პროგრამა სამართლის სფეროში კვალიფიკაციის ამაღლებას ემსახურება.

„ეს არის მნიშვნელოვანი კანონის უზენაესობისთვის. მე მოხარული ვარ ამის გამო, რადგან კანონის უზენაესობა არის არსებითი ევროკავშირისთვის, რომელშიც საქართველოს გაწევრიანება გვინდა. ასე რომ, ყველაფერი, რაც ზრდის ადვოკატების დარგობრივ სპეციალიზაციას და აუმჯობესებს კანონის უზენაესობის სისტემას საქართველოში, მისასალმებელია ასევე ევროკავშირისკენ თქვენს გზაზე“, – განაცხადა ელჩმა.

პეტერ ფიშერს ასევე კითხვა დაუსვეს ე.წ. ვეტინგის სისტემასთან დაკავშირებით, ელჩის თქმით, ეს არის ის საკითხი, რომელზეც ევროკავშირმა და საქართველოს მთავრობამ უნდა ისაუბრონ.

„მიზანი არის ისეთი მართლმსაჯულების სისტემის ქონა, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქისთვის მისაღები იქნება და რომელიც ნამდვილად დამოუკიდებელია. ყველამ იცის, როგორ მიმდინარეობს დისკუსია, არის თუ არა „ვეტინგის“ სისტემა ან სხვა რომელიმე სისტემა სწორი გზა წინსვლისთვის, მე არ ვიცი. საქმე იმაშია, რომ ჩვენ ერთად ვივლით წინ ნაბიჯ-ნაბიჯ. საბოლოოდ, მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოს მოქალაქეები იყვნენ დარწმუნებულები, რომ მათი მართლმსაჯულების სისტემა არის მთლიანად დამოუკიდებელი, რომ მათ ამაზე არ უნდა იდარდონ“, – განაცხადა ფიშერმა.