პეტერ ფიშერი – ევროკავშირი არ აღიარებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში, აფხაზეთში უკანონო ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
ევროკავშირი არ აღიარებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში, აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს, – ამის შესახებ საქართველოში გერმანის ელჩი პეტერ ფიშერი სოციალურ ქსელ X-ში წერს.
„ევროკავშირი არ აღიარებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში, აფხაზეთში 2025 წლის 15 თებერვალს ჩატარებულ უკანონო ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს.
პ.ს. მე კვლავ უარვყოფ ცრუ მოსაზრებას, რომ – სხვათა შორის, გამოგონილი – „დიფ სთეითი“ გავლენას ახდენს ევროკავშირზე“, – წერს პეტერ ფიშერი.
🇪🇺 does not recognize the illegal so-called presidential elections in the Georgian occupied breakaway region of Abkhazia on 15 February 2025.
P.S. I continue to reject the deceitful proposition that a – btw fictitious – “deep state” influences the EU. 🌞 https://t.co/wFhxx14pKD— Peter Fischer (@Diplo_Peter) February 15, 2025