პეტერ ფიშერი – ჩვენი უფლებამოსილების ვადა საქართველოში დასრულდა, მადლობა, ბედნიერად

10:14, 30.06.2026

პეტერ ფიშერს საქართველოში გერმანიის ელჩის უფლებამოსილების ვადა ამოეწურა. ამის შესახებ ფიშერი სოციალურ ქსელში წერს.

„ჩვენი უფლებამოსილების ვადა საქართველოში დასრულდა. მადლობა, ბედნიერად და „Auf Wiedersehen“ (ნახვამდის)“, – წერს ფიშერი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, პეტერ ფიშერი საქართველოში გერმანიის ელჩის თანამდებობაზე 2022 წელს დაინიშნა. აღნიშნულ თანამდებობაზე მან ჰუმბერტ ქნირში შეცვალა.

მსგავსი