პეტერ ფიშერი – 1.8 მილიარდ ევრომდე მზადდება მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოსამზადებლად, ამავდროულად, საქართველოში ზოგიერთი შეშფოთებას გამოთქვამს, რომ „დიფ სთეითმა“, შესაძლოა, ევროკავშირი „გაანადგუროს“
1.8 მილიარდ ევრომდე მზადდება მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოსამზადებლად, ამავდროულად, საქართველოში ზოგიერთი შეშფოთებას გამოთქვამს, რომ „დიფ სთეითმა“, შესაძლოა, ევროკავშირი „გაანადგუროს“, – ამის შესახებ საქართველოში გერმანის ელჩი პეტერ ფიშერი სოციალურ ქსელ X-ში წერს.
როგორც ფიშერი წერს, ის „ამ შეშფოთებას“ არ იზიარებს.
„ევროკავშირის მიერ 1.8 მილიარდ ევრომდე მოცულობის დახმარება მზადდება მოლდოვისთვის 2025-2027 წლების პერიოდში ამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოსამზადებლად. ამავდროულად, საქართველოში ზოგიერთი შეშფოთებას გამოთქვამს, რომ „დიფ სთეითმა“, შესაძლოა, ევროკავშირი „გაანადგუროს“. როგორც ევროკავშირის მოქალაქე, მე ამ შეშფოთებას არ ვიზიარებ“, – წერს პეტერ ფიშერი.
Up to € 1,800,000,000.– being prepared by #EuropeanUnion for Moldova in 2025-2027 period in preparation for #EU #membership.
Meanwhile some in 🇬🇪 express concern that the “deep state” might “destroy” the EU.
As an 🇪🇺 citizen, I do not share this concern. https://t.co/gTvFCmKC8K— Peter Fischer (@Diplo_Peter) February 13, 2025