პესკოვი - იმ ფაქტს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა პუტინს არ მიულოცა, არამეგობრულ აქტად არ განვიხილავთ
პესკოვი - იმ ფაქტს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა პუტინს არ მიულოცა, არამეგობრულ აქტად არ განვიხილავთ

კრემლი თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის , დიმიტრი პესკოვის თქმით, იმ ფაქტს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება არ მიულოცა, მოსკოვი არამეგობრულ აქტად არ განიხილავს.

„როგორც იცით, რუსეთის პრეზიდენტი ღიაა იმისთვის, რომ ურთიერთობების ნორმალიზება მოხდეს “,-განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

თეთრ სახლში განმარტება გაკეთდა, თუ რატომ არ მიულოცა ამერიკის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინს არჩევნებში გამარჯვება.

როგორც დონალდ ტრამპის პრესმდივანმა ჰოგან გიდლიმ ჟურნალისტებს განუცხადა, პუტინის გამარჯვება ვაშინგტონისთვის სიურპრიზი არ ყოფილა, კრემლში სატელეფონო ზარი კი არ დაუგეგმავთ.

„არჩევნების შედეგებმა არ გაგვაკვირვა“, – განაცხადა ჰიდლიმ.