პერუში სავაჭრო ცენტრის სახურავის ჩამონგრევის შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა და 74 დაშავდა

12:51, 22.02.2025

პერუში სავაჭრო ცენტრის სახურავის ჩამონგრევის შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა.

როგორც მედია იუწყება, დაშავებულია დაახლოებით 74 ადამიანი, მათგან 11-ის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულებს შორის 10 ბავშვია.

შემთხვევა Real Plaza-ს სავაჭრო კომპლექსში მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ინციდენტის დროს სავაჭრო ცენტრის კვების განყოფილებაში, სადაც სახურავი ჩამოინგრა, ათობით ოჯახი იმყოფებოდა.

სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს. მეხანძრეები და პოლიციელები ნანგრევებში მოყოლილებს ეძებენ.

პერუს შინაგან საქმეთა მინისტრის, ხუან ხოსე სანტივანესის შეფასებით, ჩამონგრეული სახურავის ფართობი 700-800 კვადრატულ მეტრს შეადგენს.

მსგავსი