პერუში, ნასკას ხაზების თავზე ფრენის დროს ტურისტული თვითმფრინავი ჩამოვარდა, დაღუპულია 13 ადამიანი

00:55, 02.08.2026

პერუს სამხრეთ ნაწილში, ნასკას ხაზების არქეოლოგიური კომპლექსის თავზე ფრენის დროს ტურისტული მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც 13 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას „როიტერი” ავრცელებს.

თვითმფრინავში 11 მგზავრი და ორი პილოტი იმყოფებოდა.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მცირე ზომის თვითმფრინავი პერუს ავიაკომპანია Aerodiana-ს ეკუთვნოდა.

კომპანიას მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.
ავიაკატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ფაქტზე გამოძიება დაიწყება.

ცნობისთვის, ნასკას ხაზები პერუს ერთ-ერთი მთავარი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა. უდაბნოში ამოკვეთილ გიგანტურ ნახატებსა და გეომეტრიულ ფიგურებს ყოველწლიურად დაახლოებით 100 000 ტურისტი მცირე ზომის თვითმფრინავებიდან ათვალიერებს.

მსგავსი