პერუში კორონავირუსით ინფიცირებულმა ორმა ორსულმა ჯანმრთელი ბავშვები გააჩინა
პერუს დედაქალაქ ლიმაში კორონავირუსით ინფიცირებულმა ორმა ორსულმა ქალმა ჯანმრთელი ბავშვები გააჩინა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
ახალშობილებს ახალ კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდათ და ორივე შემთხვევაში პასუხი უარყოფითი იყო.
პირველი ბავშვში 27 მარტს დაიბადა, მეორე კი 31-ში. ექიმების ინფორმაციით, ორივე ქალი თავს კარგად გრძნობს და მათ კორონავირუსზე ამ დრომდე მკურნალობენ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, დედებს შვილებთან ერთად ყოფნისა და მათი გამოკვების უფლებას მისცემენ – ჰიგიენური წესების დაცვით.
პერუში „კოვიდ-19“-ის 2 954 შემთხვევაა დაფიქსირებული, ვირუსით 107 ადამიანია დაღუპული, 1 301 კი გამოჯანმრთელდა.