პერუში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 4020 შემთხვევა გამოვლინდა, 173 ადამიანი კი გარდაიცვალა

10:31, 26.05.2020

პერუში, გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 4020 შემთხვევა გამოვლინდა, 173 ადამიანი კი დაიღუპა.

ინფორმაციას „სიენენი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

საერთო ჯამში, პერუში კორონავირუსით უკვე 123 979 ადამიანია დაინფიცირებული.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 3 629 ადამიანი გარდაიცვალა.

ლათინური ამერიკის ქვეყნებში, ბრაზილიის შემდეგ, პერუში „კოვიდ-19“-ის ყველაზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული.

მსგავსი