პერუში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 190 ადამიანი გარდაიცვალა
პერუში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 190 ადამიანი გარდაიცვალა

პერუში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 190 ადამიანი გარდაიცვალა.

ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

საერთო ჯამში ქვეყანაში ვირუსს 6 498 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

პერუს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 4 383 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე პერუში კორონავირუსის  225,132 შემთხვევაა დადასტურებული.

ლათინური ამერიკის ქვეყნებში ბრაზილიის შემდეგ პერუ პანდემიით ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყანაა.