პერუში ციხის ამბოხის შედეგად ცხრა პატიმარი დაიღუპა
პერუში ციხის ამბოხის შედეგად ცხრა პატიმარი დაიღუპა

პერუს დედაქალაქ ლიმაში, ერთ-ერთ ციხეში, სადაც „კოვიდ-19“-ით უკვე ორი პატიმარი დაიღუპა, აჯანყება მოხდა. პატიმრები ციხეში შექმნილ რთულ სანიტარულ მდგომარეობას აპროტესტებდნენ.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ციხის ამბოხის შედეგად დაიღუპა ცხრა პატიმარი, ხოლო დაშავდა ორი. ასევე დაშავებულია ხუთი პოლიციელი და დაცვის 60 თანამშრომელი.

სანიტარული პირობებისა და გადატვირთული დაწესებულებების გამო, ლათინურ ამერიკაში მსგავსი ამბოხი გახშირდა. გასულ თვეს, კოლუმბიის ერთ-ერთ ციხეში, სადაც პატიმრები „კოვიდ-19“-თან დაკავშირებით არასაკმარის უსაფრთხოების ზომებს აპროტესტებდნენ, ამბოხის შედეგად 23 პატიმარი გარდაიცვალა.