პერუში ავტოსაგზაო შემთხვევას, სულ მცირე, 37 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 18 პირი
პერუში ავტოსაგზაო შემთხვევას, სულ მცირე, 37 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 18 პირი. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, ავარია არეკიპას რეგიონში, პანამერიკანა სურის გზატკეცილზე მოხდა.
მედიის ინფორმაციით, ადგილზე პოლიცია და სამაშველო ჯგუფები მუშაობენ.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ შემთხვევის მიზეზების გამოძიება დაიწყო. არსებული ინფორმაციით, ავარია ძლიერმა ნისლმა და ცუდმა მხედველობამ გამოიწვია.