პერუში 7,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
პერუში 7,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

პერუში 7,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახური ავრცელებს.

„როიტერსის“ ცნობით, მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობდა.

სეისმოლოგების ინფორმაციით, ეპიცენტრი ქალაქ მოიობამბას აღმოსავლეთით 180 კილომეტრში, 105 კილომეტრის სიღრმეში მდებარეობდა.

ინფორმაცია ​დაშავებულებისა და ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.